რუსთავის შემოსასვლელის პროექტის განხორციელება იწყება. „ქართული ოცნების" ცნობით, ინიციატივა გიორგი ბეგაძეს ეკუთვნის.
„მე უკვე მივმართე წერილობით მუნიციპალიტეტს, რომ 2019 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს აღნიშნული პროექტის განხორციელება. პირველი ეტაპით კი, გეძლევა საშუალება, გახდე პროექტის ერთ-ერთი მონაწილე და ხე დარგო ქალაქისთვის. შაბათს, დილის 9 საათიდან, ერთად დავრგოთ 700-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ნერგი და ქალაქის შემოსასვლელი რეკრეაციულ სივრცედ ვაქციოთ. ხეების დარგვის აქციით, ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო ინიციატივას - ფინეთის პროგრამა ENO-ს, რომლის ფარგლებშიც, დედამიწაზე სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილია 100 მილიონი ხის დარგვა. ხეების დარგვისა და მოვლის ღონისძიებები ხელს უწყობს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და ENO პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო დანიშნულებისაა", აცხადებს გიორგი ბეგაძე.
პროექტში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს რუსთავის "აზოტმა" და საზოგადოება "რუსთაველებმა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.