გიორგი კაკაურიძე: „ომეგა ჯგუფის" მიერ წელიწადში მილიონის დაფარვის პირობებში ვალის რესტრუქტურიზაცია გამორიცხულია
22-11-2018, 20:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფის" დავალიანების გრაფიკზე შესაბამისი უწყება მუშაობს და გადაწყვეტილებას მიიღებს. ამასთან, კაკაურიძე „ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლებსა და ფინანსთა სამინისტროს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

 

გიორგი კაკაურიძის თქმით, 50 მილიონიდან წელიწადში ერთი მილიონის დაფარვის პირობებში, „ომეგა ჯგუფის“ დავალიანების რესტრუქტურიზაცია გამორიცხულია. კაკაურიძის შეფასებით, საკითხის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ცინიკურია. 

 

 

„მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ომეგა ჯგუფს“ საკმაოდ დიდი დავალიანება აქვს. დაახლოებით ორი კვირის, თუ ერთი თვის წინ რაც გადაიხადა, იმ ოდენობის მარკები გაიტანა. თუ კიდევ გადაიხდის, კიდევ გაიტანს, თუ არ გადაიხდის, ვერ გაიტანს. ეს არის კომპანიისა და შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება, რაშიც როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ვერ ჩავერევი და ამის უფლება არ მაქვს. ვალის რესტრუქტურიზაციაზე კონკრეტული გრაფიკი უნდა წარდგეს, რაც მისაღები იქნება სამინისტროსა და ბიუჯეტისთვის", განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი