საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე არჩევნების მეორე ტურის წინ ვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს მოსალოდნელი საფრთხეები, რადგან „ნაცმოძრაობა" წაგებული პოზიციიდან მოქმედებს და ყველაფერზეა წამსვლელი".
დეპუტატის აზრით, აუცილებელია, ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააგონოს თავისი ხმა.
„რაც უფრო მცირე დრო რჩება მეორე ტურამდე, მით უფრო აგრესიული ხდება „ნაციონალური მოძრაობა". იმდენად არიან წაგებაში დარწმუნებულები, რომ მათ სატელიტ არასამთავრობო ორგანიზაციებს უკვე ჭორებით ალაპარაკებენ. ფაქტია, არჩევნების შემდეგ, მათი მცდელობა სიტუაციის არევის რეალურია და ეს უნდა იცოდეს ხალხმა.
დესტაბილიზაცია უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე, რაც მთავარია, ტურიზმზე. ამიტომ, აუცილებელია, არამარტო გამარჯვება, არამედ დამაჯერებლი გამარჯვება. ქართველმა ხალხმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გააგონოს თავისი ხმა - არა სისხლიან რეჟიმს! დღეს, საზოგადოება ბევრად უფრო აქტიურია, ვიდრე თუნდაც მმართველი პარტია. დღეს სწორედ ისინი განსაზღვრავენ ქვეყნის ბედს. 28 ნოემბერს მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ცუდი წარსულის საბოლოო დასასრული და კიდევ ერთი შანსის მიცემა დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.