დავით ჭიჭინაძე რომან გოცირიძეს: შავი სია თქვენი მოგონილია, სწორედ თქვენ დროს მოიგონეთ შავი სიები, ბნელი სიები და საერთოდ, ბნელი ცხოვრება
22-11-2018, 18:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ ლადო გურგენიძემ და რომან გოცირიძემ აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, გურგენიძემ პრემიერობის დროს, გოცირიძემ კი, ეროვნული ბანკის მმართველობის დროს.

 

 

ჭიჭინაძე სხდომაზე დავალიანების გამოსყიდვის შესახებ დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნული ინიციატივა ხალხის მოსყიდვად შეაფასა.

ჭიჭინაძემ რომან გოცირიძეს მიმართა, რომ ე.წ. შავი სია სწორედ მისი მოგონილია.

 

 

„კომპანია „ვივუსზე“ რომ საუბრობენ, ეს არის ლადო გურგენიძე, ამათი ფლაგმანი. ამ ორმა კაცმა, აღიარეს, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა დააწყებინეს, იმან პრემიერ-მინისტრობის დროს, ამან ეროვნული ბანკის მმართველობის დროს. ეტყობა, ილუზიაში არიან, რომ ხელისუფლებაში მოვლენ და ხალხს სულს ამოხდიან, როგორც აკეთებდნენ.

 

 

ზოგადად, შავ სიაზე რომ ლაპარაკობთ დღეს და ამას ასე უბრალოდ უყურებთ, ბატონო რომან, შავი სია თქვენი მოგონილია, თქვენ დროს მოიგონეთ შავი სიები, ბნელი სიები და საერთოდ ბნელი ცხოვრება. ყველაფერი თქვენ დროს არის მოგონილი და ახლა რატომ გიკვირთ. თქვენ იყავით ბანკირი ამ დროს, როდესაც შავი სია მოიგონეს, თუ იმან ჩაგანაცვლათ, პიონერი რომ გყავდათ თქვენს მერე, ქადაგიძე.

 

 

როდესაც ხალხის სარგებელზე საუბრობთ, რაც თქვენ ფული მოიპარეთ ამ ქვეყანაში, უბრალოდ, მოგპარათ კეზერაშვილმა, მერე დაგტოვათ ხახამშრალი, სთხოვეთ ახლა, 30-40 მილიონი გამოგიყოთ და თქვენც გადაუხადეთ ხალხს, მადლობას გეტყვიან. მაქსიმალურად ეცადეთ, ფული დაუბრუნოთ ხალხს, მიხედეთ ამას და არა იმას, თუ ვიღაც იხდის და ყიდულობს“, მიმართა ჭიჭინაძემ გოცირიძეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი