სენაკის მუნიციპალიტეტში, 2013-2018 წლებში, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.
დაიგო 89.23 კმ გზა; აშენდა 5 და რეაბილიტირდა 1 ხიდი; რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური; განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ქალაქ სენაკსა და სოფელი ნოსირში.
რეაბილიტირდა 20 სკოლა; უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 1028 მოსწავლე; სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით; განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
უნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე აშენდა და აღიჭურვა მეცხოველეობის ფერმა; მიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა; აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 26 საბავშვო ბაღს; შეიქმნა 5 ახალი საწარმო / გაფართოვდა 10 საწარმო; დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 60 პროექტი; შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 210-მა პირმა; დაფინანსდა 10 ხეხილის ბაღის გაშენება.
შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი; აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 175-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 345 136 ლარის მოსავალი; აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტით დაფინანსდა 6 პირი; პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 14 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია; დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო პროექტი.
ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა; შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა; 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი; უშაფათში აშენდა ამბულატორია; განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი; დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება; ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება მიიღო 379-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 1 მლნ-მდე ლარი; სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 165 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“); საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 263 დევნილ ოჯახს; სენაკში გაზიფიცირდა 10 585 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდებალ განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება.
წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი სენაკში; გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო რეესტრის სენაკის ფილიალის შენობა; მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია; მიმდინარეობს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია; რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა; რეაბილიტირდა 19 მინი მოედანი; სენაკის II ქვეით ბაზაზე გარემონტდა 15 საცხოვრებელი და 1 სასწავლო ყაზარმა, სასადილო და ფეხბურთის მოედანი.
ინფორმაციას „ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.