ირაკლი კობახიძე: „ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირებს „ქართულ ოცნებასთან“ შეხება არ აქვთ“
22-11-2018, 20:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ონში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან წევრები, არის ტყუილი“, განაცხადა „ტვ პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, ონში ინცინდეტი ყოფით ნიადაგზე მოხდა და არანაირი შემხებლობა ამას პოლიტიკასთან არ აქვს.

 

 

„სამწუხარო ინციდენტი მოხდა ონში. მთავარია, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ინციდენტის შედეგად ზიანი მიადგა, სწრაფად გამოჯანმრთელდეს. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გავრცელებულ ინფორმაციას, ეს არის ტყუილი, რეალურად ინციდენტი ყოფით ნიადაგზე მოხდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრომ მყისიერი რეაგირება მოახდინა. ინციდენტში მონაწილე პირებს შეხება არ აქვთ „ქართულ ოცნებასთან". მათ მიმართაც მყისიერად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც, ისინი დაკავებულები არიან. აუცილებელია, გამოძიება სათანადოდ დასრულდეს და ეს ასეც იქნება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი