„საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტის ნებას, არ ითვალისწინებს ქვეყნის ხელისუფლება!" - მოსაზრება
22-11-2018, 21:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

10 წლის მანძილზე, ყველა ჩატარებულ კვალიფიციურ სოციოლოგიურ გამოკითხვაში, საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტს მიაჩნია, რომ - „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება"! საქართველოს მოსახლეობის ამ მოსაზრებას (გზავნილს), როგორც წინა ისე ამჟამინდელი ხელისუფლება აიგნორირებ(ს)და! 

 

 

რას ნიშნავს ეს და რაზე მიუთითებს? მხოლოდ იმაზე, რომ საქართველოში გაუცხოების მაჩვენებელი საზოგადოებასა და ხელისუფლებებს შორის კრიტიკულად მაღალია! დიახ, 70% ეს ქვეყნის მოსახლეობის 2/3-ზე მეტია და მათი შეხედულების არ გათვალისწინების შედეგია ის არასახარბიელო მდგომარეობა, რომელიც არსებობს ქვეყანაში, საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, სახელმწიფოს ფუნქციონირების ყველა სფეროში, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე! მათთვის, ვისთვისაც სახელმწიფოს არსებობა, ფუნქციონირება და რაობა ახსნას არ საჭიროებს, მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის გაგრძელებაა მისი საგარეო პოლიტიკა, და არა პირიქით! 

ჩვენში კი, უკუღმადაა ყველაფერი და შესაბამისად გვაქვს ასეთი მძიმე რეალობა, როგორც პოლიტიკურ ასპექტში ისე ეკონომიკურში და ზოგადად ყველა მიმართულებით! ასე რომ, საქართველოს მოქალაქეების 70%-ზე მეტი არ ეთანხმება ხელისუფლების მიერ წარმოებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიას! 

 

 

1. საშინაო პოლიტიკაში: ა) განათლების სფერო; ბ) ჯანდაცვის სფერო; გ) სოციალ-ეკონომიკური, ბიზნესის განვითარების სფერო; დ) აგრარული სფერო; ე) სამართალდამცავი მიმართულებით; ვ) სასამართლოს მიმართებით; ზ) საფინანსო-საბანკო სფერო; თ) საემიგრაციო და დემოგრაფიული სფერო და სხვა; 2. საგარეო პოლიტიკაში: ა) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხის გაყინვა", მეტიც, მთელი რიგი პოზიციების დათმობა; ბ) რუსეთთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მიმართულებით ნულოვანი აქტივობა და სრული უუნარობა; გ) ამ პრობლემის მოგვარებაში, დასავლეთის და რუსეთის ერთობლივი ჩართულობის ვერ უზრუნველყოფა; 4) მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარის თქმა, რაც მხოლოდ ერთ სტრატეგიულ პარტნიორზე „ჩამოკიდებას" ნიშნავს; 5) დასავლეთიდან მსხვილი ფინანსური ინვესტიციების ვერ მოზიდვა, რომლებმაც მნიშვნელოვნად უნდა დასწიოს ქვეყანაში უმუშევართა რიცხვი და სხვა; 

 

 

P.S. ეს ძალიან მოკლე და არასრული ჩამონათვალია იმისა, რასაც არ ეთანხმება საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი! გამოსავალი? გამოსავალი ერთია, უნდა შეიცვალოს არსებული ხელისუფლება და არ უნდა დაბრუნდეს წინანდელი ხელისუფლება, საჭიროა ახალი ხელისუფლების არჩევა (ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე!) და ამისათვის კი, ახალი, მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, რომელიც ვადამდელი (სრულიად ლეგიტიმური!) საპარლამენტო არჩევნების გზით მოვა ქვეყნის ხელისუფლებაში!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი