პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება" სრულიად იზიარებს იმ ბილბორდების პათოსს, სადაც ყოფილი ხელისუფლების წევრების ფოტოებია გამოსახული წარწერით: „არა ნაცებს", „არა ბოროტებას".
„TV პირველის" ეთერში, გადაცემა რეაქციაში საუბრისას კობახიძე აღნიშნავს, რომ არამხოლოდ იზიარებენ ისინი ბილბორდების შინაარსს, არამედ მის დამკვეთ ბიზნესმენებს ქართული ოცნების შტაბმა ტექნიკური დახმარებაც გაუწია:
„ეს არ იყო ჩვენი სტრატეგიის შემადგენელი ნაწილი, ამ ბილბორდების იდეა ეკუთვნით კონკრეტულ ბიზნესმენებს, რომლებიც განიცდიდნენ კონკრეტულ რეპრესიებს ნაცმოძრაობის დროს. მე რომ მოვისმინე მათი ისტორიები, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი. იყო ორი მეღვინე, იყვნენ სხვა ბიზნესმენებიც. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია მათთან, როდესაც მათ სჭირდებოდათ ლოჯისტიკური, ტექნიკური მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა გამოუცხადა შტაბმა. ამ ბილბორდებში არაა ისეთი არაფერი, რასაც შეიძლება გაემიჯნო", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში გამოჩენილ ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო ახალ ბილბორდებზე, „ქართული ოცნების" პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათი დაკვეთით არ გაკეთებულა, თუმცა ინფორმირებული იყვნენ ამის თაობაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.