გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა
10-07-2015, 02:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დაწესებულებებში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის მიხედვით გადანაწილების წესი დაამტკიცა.


როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, ქართულ სასჯელაღსრულების სისტემაში რევოლუციური მნიშვნელობის სიახლე - მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის სისტემა ინერგება, რაც უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებასა და მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის გაძლიერებას ემსახურება.



"მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ის მსჯავრდებულები, რომლებიც მუდმივად არღვევენ წესრიგს, არიან კრიმინალური სუბკულტურისკენ მიდრეკილები და საფრთხეს უქმნიან სხვა მსჯავრდებულებს, განთავსდებიან მაღალი რისკის დაწესებულებაში, სადაც მათ სასჯელის მოხდის მკაცრი პირობები განესაზღვრებათ. ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც ორიენტირებულები არიან რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე, დაბალი რისკის და შესაბამისად, მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში განთავსდებიან," - აღნიშნა მინისტრმა.


ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა გულისხმობს მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მსჯავრდებულთა კლასიფიკაციას პიროვნების, დანაშაულის სიმძიმისა და პატიმრისგან გამომდინარე საშიშროების რისკის მიხედვით. მულტიდისციპლინური ჯგუფი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. მსჯავრდებულები ოთხი სახის საშიშროების რისკის მიხედვით დაიყოფიან, რაც დაბალ, საშუალო, მომეტებული და მაღალი რისკის კატეგორიას მოიცავს. მულტიდისციპლინური ჯგუფი თითოეულ მსჯავრდებულს ინდივიდუალურად შეაფასებს და რისკის კატეგორიას განუსაზღვრავს. შედეგად, მსჯავრდებულები შესაბამისი რისკის თავისუფლების აღკვეთის ადგილებში გადანაწილდებიან.


• საშიშროების დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;


• საშიშროების საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული - ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;


• საშიშროების მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული - დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში;


• საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული - განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში


ამასთან, რისკების პირველადი შეფასების შემდეგ, პერიოდულად, არაუგვიანეს 12 თვის ვადაში, მოხდება მსჯავრდებულის რისკის გადაფასება იმისთვის, რომ პატიმარს შესაძლებლობა მიეცეს, სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, შეამციროს თავისი რისკის ხარისხი და უფრო მსუბუქი რეჟიმის დაწესებულებაში გადავიდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი