ირაკლი კობახიძე: სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც, ამაზე მუშაობს შკლიაროვი
23-11-2018, 10:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სააკაშვილი რუსულ ინტერესებს ატარებდა 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. მთელი უბედურება რაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოში დატრიალდა, სააკაშვილის რეჟიმის პირობებში მოხდა“, განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, 90-იანი წლების დასაწყისშიც კი, რუსეთი ასეთი წარმატებული არ ყოფილა საქართველოში.

 

 

„საბოლოოდ გაფორმდა ამ ორი რეგიონის სრული ოკუპაცია. ომის თემა, რომელზეც თითქოს სხვადასხვა აზრი არსებობს ქართულ საზოგადოებაში, ვის აწყობს ამის შენება - აწყობს რა თქმა უნდა, რუსეთს. პირდაპირ ჩანს რუსული კვალი. რუსი შკლიაროვი გეგმავს ამ ყველაფერს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, არაერთხელ ძალიან ცუდი ფორმით სცადეს ეთნიკური თემების წამოწევა.

 

 

„ისინი ურტყამენ ისეთ თემებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება სახელმწიფო ინტერესებს საქართველოში, ეს არის რუსული სცენარი. რუსულ ინტერესებს ატარებდა სააკაშვილი 2008 წელს და იმავეს აკეთებს დღესაც. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, ის არც ერთ განცხადებაში არ ამბობს იმას, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ეს არის ცალსახა. არის მუდმივად სპეკულაციები ამ თემასთან დაკავშირებით და ამ სპეკულაციების დღის წესრიგში დატოვება არის რუსულ ინტერესებში და „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში. აქ ემთხვევა მათი ინტერესები და ეს არის დღესავით ნათელი. ამაზე მუშაობს შკლიაროვი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი