ირაკლი კობახიძე: სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის
23-11-2018, 11:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ციხეში შესვლის პროცედურებს კიდევ ერთხელ განმარტავს და აცხადებს, რომ უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე კვირა დღეს ციხეში, მირზა სუბელიანთან მისი ნებართვით შევიდა.

 

 

„ციხეში დეპუტატის შესვლა სპეციალური პროცედურაა. ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ეს ეხება ოპოზიციას და პოზიციას ერთნაირად. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სხვებმაც ამოიღეს ციხეში შესვლის სტატისტიკა და აღმოჩნდა, შემთხვევების ნახევარში ციხეში შესვლაზე თანხმობა იმავე დღეს არის გაცემული“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, სტატისტიკურად, ოპოზიციის მიმართვიანობა ციხეში შესვლაზე უფრო მეტია, ვიდრე უმრავლესობის.

 

 

„შეგიძლიათ კითხოთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი მიმართვიანობა არის უფრო მეტი, ვიდრე უმრავლესობის შემთხვევაში. ანუ ოპოზიცია უფრო ხშირად მომართავს, ნახევარ შემთხვევებში ეს მოთხოვნები იმავე დღეს კმაყოფილდება და 2/3 შემთხევებში იმავე, ან მომდევნო დღეს. ეს არის სტატისტიკა და აქედან გამომდინარე, ოპოზიციის არგუმენტები თითიდან გამოწოვილი იყო. ჯამში, 2 თვის განმავლობაში ისინი ამძიმებდნენ ფონს ამ ხელოვნური თემებით, რომელიც „რუსთავი-2"-ის მიერ იქმნებოდა. ხელოვნური იყო ყველაფერი, ოქუაშვილი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ყველამ დაინახა თუ როგორ ჩაიფუშა უცბად ეს სპექტაკლი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი