„ოქუაშვილს თემა არის დახურული. ეს იყო გვარამიას ნაკლებადინტელექტუალურ გონებაში მოხარშული მარტივი სცენარი. შკლიაროვს თავისი ნიკა გვრამიათი და ნაცმოძრაობით ყველა სცენარი ჩაუვარდა“, განაცხადა ტვ „პირველის“ თოქშოუში „რეაქცია“ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ოქუაშვილი არის კონკრეტული მსახიობი, რომელიც ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის" სცენარს.
„ეს „რუსთავი-2'-ის, გვარამიას, შკლიაროვის მიერ დაგეგმილი სცენარი იყო, ამ სცენარის მიხედვით ყოველდღე რაღაც „სკანდალი“ უნდა აეგორებინათ. ყოველდღე ცდილობდნენ ფონის დამძიმებას, რაშიც თვითონ არიან გასვრილი, ის უნდა დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის. ეს არის რეკეტი, სარდაფი, უბედურება და ყველაფერი. მაგრამ ჩაუვარდათ ეს სცენარი ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ რაც ხდებოდა 2012 წლამდე, აღარ ხდება დღეს. ერთ დღეში გაეცა ყველა კითხვას პასუხი. თვითონვე ვეღარ ატრიალებენ რეალურად თემას, დაანონსებენ რაღაც უბედურებას, გამოდიან და ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ. თვითონ აღარ აქვთ კითხვები საკუთარი თავის მიმართ, არათუ მე შეიძლება მქონდეს.
ნაციონალი რომ ხარ, აქ სერიოზული პრობლემა აქვს ნიკა გვარამიას, სხვანაირად გამორიცხულია. ნიკა გვარამიას რომ არ ქონდეს ინტელექტის პრობლემა, ასეთ გადარეული და გამწარებული ნაციონალი არ იქნებოდა", განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.