განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ათი წარჩინებული მეათეკლასელი მოსწავლე პორტაბელური კომპიუტერებით დააჯილდოვეს.
კომპიუტერები მესტიის #2, მესტიის #1, ხაიშის, ჭუბერის და ლახამულას საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებს გადაეცათ, რომლებმაც საბაზო საფეხური მე-7, მე-8 და მე-9 კლასები წარჩინებით დაასრულეს და ყველა საგანში 10-ქულიანი შეფასება მიიღეს.
მოსწავლეთა დაჯილდოვების ღონისძიება მესტიის #2 საჯარო სკოლაში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპლიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მესტიის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის თანამშრომლები, პედაგოგები და მშობლები.
ღონისძიებას მუსუიკალურად აფორმებდნენ მესტიის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბანგურიანი“, ჭუბერის საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდი „ნენსკრა“ და მესტიის #1 საჯარო სკოლის მომღერალთა გუნდი, ასევე ნიჭიერი ახალგაზრდა შემსრულებლები - ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ გოშთელიანი და ლენჯერის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე თეკლე შუკვანი.
მოსწავლეებს კომპიუტერები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა და მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დარეჯან ნიგურიანმა პირადად გადასცეს.
პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება. პროექტის მიზანია, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება და სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობა.
ინფორმაციას მესტიის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.