ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გლოლას, გომს და ღარს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტატუსი მიენიჭა
23-11-2018, 13:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს - გლოლას, გომს და ღარს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტატუსი მიენიჭა.

 


საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, 2013 წლის ოქტომბერში შეიქმნა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია.

 

 

ამ სტატუსით სარგებლობენ ონის მუნიციპალიტეტის სოფლები - წედისი, ირი, სხანარი და ქვედი. 2018 წელს მათ რიცხვს შეემატა სოფლები: გლოლა, გომი, ღარი.

 

 

აღნიშნული სტატუსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ცხოვრების პირობებს. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ფინანსური დახმარების გაწევა, თითეულ ბენეფიციარზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის მოცულობა განისაზღვრა 200 ლარის ოდენობით.

 

 

დღეის მონაცემებით, ონის მუნიციპალიტეტის 394 ოჯახი სარგებლობს ამ ვაუჩერით. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსება გაგრძელდება 2018-2019 სასწავლო წლისათვის და 92 სტუდენტი დაფინანსდება.

 

 

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, აღნიშნულ სოფლებში პრობლემების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივ დონეზე შემუშავდება პროექტები და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები.

 

 

ინფორმაციას ონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   მზია
      
ჯინჭვისი თავისთავად იგულისხმება,როგორც გომის საბჭოს ნაწილი??
26 ნოემბერი 2018 03:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი