დიმიტრი ცქიტიშვილი, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის საუბრის ჩანაწერზე: არ მიკვირს ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ
23-11-2018, 13:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი ვაშაძის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც უკრაინულ ვებგვერდ zdes.com.ua-ზე გამოქვეყნდა.

 


„ჩანაწერის სანდოობაზე მე ვერ ვისაუბრებ, უბრალოდ მგონია, რომ არავის არ გაკვირვებია ის ტექსტი, რომელიც ამ საუბარში იყო, ახალი ალბათ არაფერია. საჯარო საუბრებიც, მეტნაკლებად შეფარული, მაგრამ მსგავსი ყოფილა. ავთენტურობას ვერ დავადასტურებ, უბრალოდ ვამბობ, რომ არ მიკვირს ის ტექსტი, ის გეგმები, რომლებიც მათ აქვთ და რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს“, განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

 

ჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილი და გიორგი ვაშაძე მოქმედი მთავრობის შესაძლო დამხობის სავარაუდო გეგმებზე ლაპარაკობენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი