ირაკლი კოვზანაძე: 600 000-მდე საქართველოს მოქალაქეს ვათავისუფლებთ ფინანსური წნეხისგან
23-11-2018, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კოვზანაძე აფასებს მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს საბანკო დავალიანებები უნულდებათ.

 

 

„ეს არის მნიშვნელოვანი მოვლენა თითოეული ოჯახის ცხოვრებაში. ეს პრობლემა წლების განმავლობაში იყო დაგროვილი. ჭარბვალიანობა მთავარი პრობლემა იყო მათთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანები თავისუფლდებიან ამ პრობლემისგან. ერთ წელზე მეტია, ამ თემაზე მიდის მუშაობა მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, ბატონი ბახტაძისაგან. ახლა მიდის ორი პარალელური პროცესი. ერთი ამ პრობლემისგან გათავისუფლება, ანუ ვალების განულება მოხდება და ანალოგიურად, საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი იანვრიდან ძალაში შეიყვანს პროცედურას, რომელიც გამორიცხავს ვალების დაგროვებას, ანუ ორი პროცესი გვექნება - ვალების განულება და ვალების არდაგროვება. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობის პრობლემაც მოიხსნება საქართველოს საფინანსო სექტორში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ე.წ. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პროცედურები გვექნება. ვალების განულება 600 000-მდე საქართველოს მოქალაქისთვის, ანუ პრაქტიკულად თითქმის ყოველი მეექვსე ჩვენი თანამემამულე გათავისუფლდება წლების განმავლობაში დაგროვილი ამ პრობლემისგან და პირველი იანვრიდან ძალაში შევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტება, რომელიც გულისხმობს ვალების არდაგროვებას. ეს არის საშვილიშვილო პრობლემისგან გათავისუფლება საქართველოს ყოველი მეექვსე მოქალაქისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", ამბობს კოვზანაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი