ეკონომიკის მინისტრი: ენას ძვალი არ აქვსო - შეიძლება ნებისმიერი რამე დაგვბრალდეს
23-11-2018, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება „რუსთავი 2"-ის მიერ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის სახელით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ბანკ „ქართუს“ წარმომადგენლებმა ბიზნესმენებს 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარი მოსთხოვეს.

 

 

„მე ამასთან დაკავშირებით არ მინდა კომენტარის გაკეთება. ასეთი კომენტარები ძალიან ბევრი ჟღერს წინასაარჩევნო პერიოდში. ენას ძვალი არ აქვსო, როგორც იტყვიან და შეიძლება ნებისმიერი რამე დაგვბრალდეს, მაგრამ აქ ობიექტურობაზე ხომ ლაპარაკი არ არის, აქ არის დაბრალებაზე და სიტყვით ნებისმიერი რამე შეიძლება ითქვას. თუ რეალურად ამ ბრალდებას აქვს რაიმე საფუძველი, ამისთვის არსებობს პროკურატურა, რომელმაც შეიძლება გამოიძიოს და დაგვიდოს დასკვნა. რა თქმა უნდა, დავინტერესდებით, თუ ისეთი სერიოზული საკითხია, რომ პროკურატურამ მიიღო ეს გამოძიებაში", განაცხადა გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, „კურიერთან” საუბრისას ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახის წევრი რამდენიმე დღის წინ „ქართუ ბანკში“ გამართული შეხვედრის დეტალებს ჰყვება.

 

 

ტელეკომპანიის ცნობით, ბიზნესმენის ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ „ქართუ ბანკში“ ბიზნესმენს 10 დეკემბრამდე 20 მილიონი ლარის მიტანა დაავალეს და მისი მტკიცებით, ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათასი ლარის შეტანასაც აიძულებენ, თუმცა ეს თანხა არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება.

 

 

„რუსთავი 2" იუწყება, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმოწერა ბიზნესმენსა და „კურიერის" ჟურნალისტს შორის სოციალურ ქსელში შედგა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი