"პანიკის გარეშე, ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ" - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანში საქართველოს დროშის დაწვას გარკვეული ჯგუფის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებად მიიჩნევს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა "გაბალა"-"თბილისის დინამოს" თამაშზე მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა, აღნიშნული პროვოკაციული ქმედება საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.
"პანიკის გარეშე, ასეთი პროვოკაციები სპორტსმენებს ახასიათებთ. როგორც გახსოვთ, შეგზავნილი პროვოკაციული ჯგუფები ჩვენი, ანუ საქართველოს სახელითაც მოქმედებდნენ. ახლა იგივე მოხდა აზერბაიჯანის სახელით. ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია და ასეთი პროვოკაციები, რა თქმა უნდა, არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობებზე. როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები და ავანტიურისტები, ისე მათაც ჰყავთ – ყველა ქვეყანაში არიან ასეთი ადამიანები. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება, უნდა ვიფიქროთ მხოლოდ პროგრესსა და განვითარებაზე", - განაცხად ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.