სალომე ზურაბიშვილი ქართულ ჯარს მიმართავს: მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი
23-11-2018, 17:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ქართულ ჯარს მიმართავს.

 

 

„დღეს, გიორგობის დღესასწაულზე, მსურს მივმართო ქართულ ჯარს და ჩემი უღრმესი პატივისცემა გამოვხატო ჩვენი ჯარისკაცების მიმართ! ვულოცავ საქართველოს თავდაცვის ძალებს დღევანდელ წმინდა დღესასწაულს! წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი! გასული ასწლეულის განმავლობაში, ქართულმა ჯარმა არაერთგზის გმირულად იომა ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად - 1918-21 წლებში, ჩვენი საამაყო გენერლების, გიორგი მაზნიაშვილისა და გიორგი კვინიტაძის მეთაურობით;

 

 

1921 წელს, თბილისის მისადგომებთან, იუნკერების თაოსნობით; 1990-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში; 2008 წელს, რუსული ჯარის წინააღმდეგ.

 

 

იუნკრების, შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის მსგავსი გმირების მხრებზე იდგა და დგას ჩვენი სახელმწიფობრიობა და ეროვნული თვითმყოფადობა! დღეს, ჩვენი სამხედრო ძალები იცავენ საქართველოს სახელს და ღირსებას ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო მისიებში. ჩვენს ჯარისკაცებს შეაქვთ უმნიშვნელოვანესი წვლილი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში, გლობალური მშვიდობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო ტერიტორიზმთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევაში.

 

 

საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გამტკიცება ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა - უნდა განახლდეს ქვეყნის თავდაცვის კონცეფცია; უნდა გაგრძელდეს თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკითა და სამხედრო ტექნოლოგიებით; უნდა გაძლიერდეს ჯარისკაცის სტატუსი საზოგადოებაში; უნდა შეიქმნას ღირსეული პირობები ვეტერანებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს წირავდნენ ქვეყნის დასაცავად. ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა ჯარის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა.

 

 

ჩვენი ჯარისკაცების ღირსებაზე მეტყველებს, რომ სხვადასხვა უღირსი მცდელობის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ჯარის პოლიტიკური ნიშნით დაყოფა და ჯარში რაიმე დაპირისპირების შეტანა. ქართული ჯარის ერთიანობის, ნეიტრალიტეტისა და სახელმწიფოს მიმართ ერთგულების ხელყოფას ვერავინ შეძლებს! ამის გარანტი იქნება თქვენი პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი.

 

 

მე, როგორც თავდაცვის ძალების მომავალი უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ვიქნები საქართველოს თავდაცვის ძალების ინტერესების გამტარებელი და დამცველი. ყველაფერს გავაკეთებ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის. კიდევ ერთხელ ვულოცავ ქართულ ჯარს და ჩვენს ჯარისკაცებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს, გფარავდეთ მისი მადლი!" აღნიშნულია პრეზიდენტობის კანდიდატის მიმართვაში.

 

კომენტარები: 1
#1   david
      
ვაა, ვინ გასწავლა?
24 ნოემბერი 2018 06:01
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი