მამუკა ბახტაძემ საქართველოს მოსახლეობას გიორგობა სამების ტაძრიდან მიულოცა
23-11-2018, 17:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს სამების საკათედრო ტაძრიდან მიულოცა.

 

 

მთავრობის მეთაური საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.

 

 

პრემიერმა წმინდა გიორგის მოღვაწეობაზე ისაუბრა და ქართველ ერს წინსვლა და გაერთიანება უსურვა.

 

 

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული. დიდმოწამე გიორგის სრულიად განსაკუთრებული ადგილი და როლი აქვს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს მართლმადიდებლობაში. მისი მოღვაწეობა არის ყველაზე კარგი ანალოგი ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა, სადაც ჩანს ბევრი ტკივილი, მაგრამ ამავე დროს ჩანს ქართველი ერის სულიერი სიმტკიცე. მინდა ჩვენს ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ჩვენს ემიგრანტებს კიდევ ერთხელ მივულოცო გიორგობა და ჩვენს ერს ვუსურვო გაერთიანება, ერთსულოვნება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებულ საზეიმო წირვას სამების ტაძარში პრემიერთან ერთად, საქართველოს მთავრობის წევრები დაესწრნენ.

 

 

ინფორმაციას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი