ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა
23-11-2018, 20:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცესკოს პრეს-სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჯერ არ შემდგარა. გადასატანი საარჩევნო სიის ფორმირების მიზნით მოთხოვნების მიღების პროცესი ამჟამად არის მიმდინარე. ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, 25 ნოემბრის ჩათვლით ჯერ კიდევ აქვთ შესაძლებლობა განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით მიმართონ შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, რომელიც ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს ყველა ასეთი შეტყობინება.

 

 

რეგისტრირებული განცხადებების და სხვადასხვა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, საუბნო ან/და საოლქო საარჩევნო კომისია, საარჩევნო კოდექსის 33-ე მუხლის პირობების დაცვით შეადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას. საბოლოოდ საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს 26 ნოემბრისა ადგენს გადასატანი საარჩევნო ყუთის სიას.

გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში შესული ყველა ამომრჩევლის გასწვრივ გაკეთდება შესაბამისი აღნიშვნა საარჩევნო უბანზე არსებულ სიებში, გამოიკვრება საარჩევნო უბანში და ასეთი  ამომრჩევლები ხმას მისცემენ მხოლოდ ერთხელ.

 

 

ინფორმაციას  საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი