ბიზნესის რეკეტის ახალი ფაქტი - მსხვერპლი კვლავ სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანიაა. ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე განხორციელებულ ტერორის შესახებ ინფორმაცია „კურიერს“ თამაზ ელიზბარაშვილის ოჯახმა მიაწოდა.
ბიზნესმენი კომპანია „ელიზის“ მფლობელია, რომელიც ქართულ ბაზარზე სიგარეტის მსხვილი ბრენდების დისტრიბუციას ახდენს, მათ შორისაა „CAMEL“,“Kent“ და „Sobranie“. ელიზბარაშვილის ოჯახის წევრისგან მიღებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ ბიზნესმენს „ქართუ ბანკში“ ფულის მიტანას სთხოვენ. საუბარია მილიონობით ლარზე. დავალება ელიზბარაშვილმა და სხვა ბიზნესმენებმა საიდუმლო თათბირზე „ქართუს“ მაღალჩინოსნისგან მიიღეს.
ბიზნესმენის ცოლმა დააკონკრეტა მხოლოდ იმ პირის სახელი, ვინც „ქართუ ბანკიდან“ რეკავს და ბიზნესმენებს ყოველთვიურად 300 ათას ლარის შეტანას სთხოვს. თანხის ოდენობა კი არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაორმაგდა. „ელიზის" დამფუძნებელი ამ ეტაპზე საჯარო ინტერვიუსგან თავს იკავებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.