67 წლის აჰმედ ასკეროვის ცხედარი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის ტყეში იპოვეს. ასკეროვს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა და წამების კვალიც ეტყობოდა. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მოკლული ნახევრად შიშველ მდგომარეობაში მწყემსმა ნახა. აჰმედ ასკეროვის ძმა სასტიკად ჩადენილი დანაშულის მოტივებზე ვერ საუბრობს, თუმცა ეჭვობს, რომ მკვლელი მარტო არ მოქმედებდა.
ოჯახის ვერსიით, 67 წლის მამაკაცს თავს საკუთარ სახლში დაესხნენ. ასკეროვს ნათესავები 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ, ამ მიზნით პოლიციასაც მიმართეს.
მოკლულის ნათესავები ყვებიან, რომ აჰმედ ასკეროვს კონფლიქტი არავისთან ჰქონია. ოჯახი მკვლელის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.