ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია VIVUS-სთან შეთანხმებას მიაღწიეს. მაჭავარიანის თქმით, კომპანია შეუერთდება მთავრობის ინიციატივას ვალების ჩამოწერის შესახებ.
„მე მგონი შედგა მოლაპარაკება და ვივუსიც ჩაერთო ამ საერთო ფერხულში და პრობლემები არ იქნება“, განაცხადა მინსიტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. მისივე თქმით, კომპანიასთან მოლაპარაკებას „ქართუ ბანკი“ აწარმოებდა.
თავდაპირველად, ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ კომპანია ვივუსთან ვერ შეთანხმდნენ და ეს ინიციატივა მათ მომხმარებლებს არ შეეხებოდათ. კომპანიაში კი აცხადებდნენ, რომ მოლაპარაკება ფინანსთა სამინისტრომ თავად შეწყვიტა უცნობი მიზეზით.
საბანკო ვალის განულების ინიციატივა
19 ნოემბრის საგანგებო ბრიფინგზე პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 ათასი ადამიანისთვის ჯამში 1,5 მილიარდი ლარის ვალის განულებაზე ისაუბრა.
პირობები, რომელსაც ვალის ჩამოსაწერად პირი უნდა აკმაყოფილებდეს:
თითოეულ ფინანსურ კომპანიაში ვალის ძირი თანხის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2 000 ლარს, თუმცა შესაძლოა, ჯამში 2 000 ლარზე გაცილებით მეტი იყოს; მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გადახდილა სესხის ნაწილი.
ბახტაძის ინფორმაციით, ე.წ. შავ სიაში მყოფილი ადამიანების 95 პროცენტს სწორედ 2 000 ლარამდე ძირი თანხის მქონე დავალიანება აქვთ.
მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერაზე ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა. მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ამ საკითხს შეისწავლიან და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.