პრემიერ მინისტრმა წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
24-11-2018, 11:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 58-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს.

 

 

სიტყვით გამოსვლისას მინისტრებმა წნორის მოსახლეობას მიმართეს და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცეს. ღონისძიებას მთავრობის წევრები, წნორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

 

 

წნორის საზოგადოებრივი ცენტრი კახეთის რეგიონში მეათეა. ცენტრი ქალაქის ახლომდებარე 13 სოფლის 30 ათასამდე მცხოვრებასაც მოემსახურება.

 

 

ადგილობრივებს საჯარო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, 24-საათიანი უკაბელო უფასო ინტერნეტითა და ელექტრონული ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლიათ. 

 

 

პარალელურად, ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციონერებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი მოემსახურება. ამ დროისთვის მსგავსი სერვისი  საჩხერის  საზოგადოებრივ ცენტრში მოქმედებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი