ლევან ბეჟაშვილი: შექმნილია სპეცსიები და პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილია 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით
24-11-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი  ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ცესკო-მ სპეციალური სიები შეადგინა და ცდილობს, რომ იმ უბნებზე, სადაც ვაშაძე ლიდერობდა, მეორე ტურში ეს მონაცემები შეცვალოს.

 

 

ბეჟაშვილმა მაგალითად მოიყვანა სამგორის საარჩევნო ოლქი, სადაც, მისი მტკიცებით, დამატებით 1329 პოლიციელის და სამხედრო მოსამსახურის მობილიზება იგეგმება.

ბეჟაშვილი მოუწოდებს სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ყურადღება მიაქციონ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს სამგორის საარჩევნო ოლქს.

 

 

„მარტო თბილისის სამგორის ოლქში შექმნილია სპეცსიები და ეს სპეცსიები, პირველ ტურთან შედარებით, გაზრდილი არის 1329 პოლიციელით და სამხედრო მოსამსახურით, რომელთაც ექნებათ საშუალება, მიიღონ მონაწილეობა სამგორის ოლქში და პრაქტიკულად შეცვალონ ის შედეგები, რომელიც პირველ ტურში იყო.

 

 

მარტო სამგორის საარჩევნო ოლქის 47-ე უბანზე დამატებული არის 146 სამხედრო მოსამსახურე, 84-ე უბანზე დამატებულია 402 სამხედრო მოსამსახურე, 83-ე უბანზე დამატებულია 613 სამხედრო მოსამსახურე, ჯამში, ეს რიცხვი შეადგენს 1329 ხმას და პრაქტიკულად შეუძლია, გადაწყვიტოს, შეცვალოს პირველი ტურის შედეგები სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ.

 

 

ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ცესკო-ს, თავი დაანებოს გაყალბების და ახალი სქემების შემუშავებას, მოგვცეს იმ სამხედრო მოსამსახურეების და პოლიციელების სია, რომლებიც ჩასმულნი არიან სამგორის საარჩევნო ოლქში საარჩევნო მანიპულირებისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს მათი ადგილსამყოფელის და მათი სხვა ერთიან სიაში არსებობის გამორიცხვის შესაძლებლობა“, განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი