ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დაჭრის ფაქტს, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს ადანაშაულებს, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
დედაქალაქის მერის თქმით, ნოდარ ბურდილაძეზე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან კავშირი არა აქვს.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ გამოვლენილ სხვა დარღვევებზე ინფორმაციას არ ფლობს.
„ეს მაიმუნობაა, რასაც მელია საუბრობს და კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა მოატყუოს, შეცდომაში შეიყვანოს. ეს იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. იმ პირს, ვისთანაც მოუვიდა დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“, პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს. სამწუხაროა ფაქტი, რაც მოხდა და კანონის წინაშე ყველას მოუწევს პასუხისგება“, განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.