პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს სპორტსმენებს შეხვდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, სპორტი თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.
„ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. როდესაც ვიცით, რომ გარემოს დაცულობა არ არის მაღალ დონეზე, ჰაერი დაბინძურებულია, არსებობს სენი ნარკომანია, ალტერნატიული გზა არის სპორტი. ვცდილობ ასე ვიცხოვრო, სამწუხაროდ, საარჩევნო კამპანიამ არასპორტულ რეჟიმში გადამიყვანა. ვეცადე, რომ დავესწრო ყველა მნიშვნელოვან მატჩს“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობაა საქართველოს გვერდით იყოს არა მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების დროს, არამედ სპორტსმენების გვერდით იდგეს ყველა მნიშვნელოვანი შეჯიბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.