ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის წინასაარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მას სურდა ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება, თუმცა მისი კონკურენტის არჩევანი სხვა იყო.
„მქონდა წინადადება, რომ ჩაგვეტარებინა ევროპული სტილის წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი კონკურენტების არჩევანი იყო, რომ ყოფილიყო ფსიქოლოგიური ძალადობის კამპანია. ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რომ კამპანიის დროს ვრცელდება ის, რაც არის ტიპურად რუსული მეთოდები, ბოლშევიკური მეთოდები, ადამიანის დისკრედიტაციის, ყველა კუთხით, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო, ამას ვპასუხობდი მოთმინებით და ბოლომდე გავიტან მოთმინებით“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.