გუშინ, ბაქოს სტადიონზე აზერბაიჯანელმა "გულშემატკივრებმა" საქართველოს დროშა დაწვეს... დღეს, ამასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა უსუსტესი, არასახელმწიფოებრივი(!) განცხადება გააკეთა, ირაკლი ღარიბაშვილი: "როგორც ჩვენს ქვეყანას ჰყავს "ნაცების" მსგავსი პროვოკატორები, ისე ჰყავთ ყველა ქვეყანაში". – რატომ ვაძლევ პრემიერის განცხადებას ასეთ მკაცრ შეფასებას?! იმიტომ, რომ ჯერ კიდევ შარშან (1 აგვისტო, 2014 წელი) ვაფრთხილებდი საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სტრუქტურებს და იქ მოკალათებულ მაღალჩინოსნებს – "ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ თვალები", – მაგრამ, ჩემს მიმართვაზე არავინ შეიბერტყა ყური, მათ შორის არც ღარიბაშვილმა!!! –
აი, სრული ტექსტი:
"გუშინ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, აზერბაიჯანული და ქართული კლუბების საერთაშორისო საფეხბურთ მატჩის დროს, ქართველი "ქომაგების ნაწილმა" სტადიონის ტრიბუნაზე გამოფინა დიდი ზომის ტრანსპარანტი, რომელზეც საქართველოს რუკა იყო გამოსახული, რომელსაც წმინდა პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ("მონახეს, კარგი ადგილი და დრო"!), რადგანაც მასზე, გარდა იმისა რომ აღბეჭდილი იყო საქართველოს ტერიტორია დღევანდელ საზღვრებში, აგრეთვე, ყველა მიმართულებით მონიშნული იყო ის ტერიტორიები და თარიღები, რომლებიც საქართველომ სხვადასხვა ისტორიულ ეტაპზე დაკარგა, მათ შორის ისტორიული საინგილოს (ჰერეთის) მიწა–წყალი, რომელიც დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფოს შემადგენლობაშია! ამ ფაქტის შეფასების ორი ვარიანტი არსებობს, რომ მისი ავტორები არიან – ან უვიცი, ხეპრე და ბრიყვი "პატრიოტები", ან პროფესიონალი პროვოკატორები (ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს), რომლებიც დავალებით ან პირადი ინიციატივით მოქმედებდნენ და რომელთა მიზანი იყო ქართულ–აზერბაიჯანული ურთიერთობების დაძაბვა, რასაც ნაწილობრივ მიაღწიეს, ვინაიდან ასეთი ფაქტები "უკვალოდ არ ჩაივლიან"!
საქმე ის არის, რომ "ბავშვსაც კი ესმის" რამდენად უფაქიზესი თემაა ეროვნებათაშორისი ურთიერთობები და რომ საფეხბურთო არენა ისტორიული სამართლიანობის აფიშირების და მითუმეტეს "აღდგენის" ადგილი არ არის, ამიტომ, ამ მოვლენას უფრო პროვოკაციის ელფერი დაკრავს! განა, საქართველოს ისტორიაში ოდნავ ჩახედული ადამიანისთვის რაიმე სიახლეს წარმოადგენს ის, რაც იმ ტრანსპარანტზე საქართველის ისტორიული რუკის სახით იყო ასახული? ცნობილია, რომ მეგობარ აზერბაიჯანთან, რომელთანაც საუკეთესო ურთიერთობები გვაქვს და რომელიც ყველა ფორუმზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას (ისევე, როგორც ჩვენ აზერბაიჯანის მთლიანობას ყარაბახის საკითხთან მიმართებაში), სხვა სადაო პრობლემაც არსებობს, იგივე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე სასაზღვრო ქართულ–აზერბაიჯანულ მონაკვეთზე, მაგრამ ორივე მხარე სახელმწიფებრივ წინდახედულობას იჩენს და ეს პრობლემა თუ ჯერჯერობით ვერ წყდება, იგი ორმხრივი მკაცრი კონტროლის ქვეშ არის და მის პროვოცირებას ვერ შეძლებს ის ძალები, ვისაც სურს გამოიწვიოს ქართულ–აზერბაიჯანული დაპირისპირება! ჩვენი მეზობელი თურქეთის და სომხეთის სახელმწიფოების მიმართულებითაც, ისტორიკოსები არაერთ სადაო ფაქტებს იკვლევენ, კამათობენ, საეჭვო სამეცნიერო ლიტერატურასაც ბეჭდავენ... მაგრამ, ეს ხომ არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ მეზობელ ქვეყანაში ფეხბურთის სტადიონზე 15 000 ადამიანის წინაშე გამოფინო უზარმაზარი რუკა, სადაც ამ მასპინძელ სახელმწიფოს დაადანაშაულებ შენი ისტორიული ტერიტორიების მიტაცებაში?! ისტორიის თვალსაზრისით მართალიც რომ იყო, ამის გაკეთება არ შეიძლება, ვინაიდან ამხელა აუდიტორია (სტადიონზე 15 000 კაცი იყო!) ვერ იქნება გათვითცნობიერებული ისტორიულ–პოლიტიკურ ასპექტში, მითუმეტეს ამ შემთხვევაში, როცა მაშინ, ბოლშევიკურმა ხროვამ მიიღო ეს კონკრეტული გადაწყვეტილება საინგილოსთან დაკავშირებით და არა აზერბაიჯანელმა ხალხმა (ისევე, როგორც არ შეიძლება დაადანაშაულო სხვა ხალხებიც, მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან განსხვავებით)! ჰოდა, მაშ ვის სჭირდებოდა და ვის მოუვიდა თავში ეს, თუ არა ვინმე ხეპრეს (ბრიყვების ჯგუფს) ან პროვოკატორს (გაქნილ "პროფესიონალ სპეცპროვოკატორებს")?! ყველას კარგად მოგეხსენებათ ის, თუ რა მძიმე ვითარებაშია დღეს საქართველო, ჩვენი 2 რეგიონია ოკუპირებული და "დამოუკიდებლობა აღიარებული" რუსეთის მიერ, ამ პრობლემის მოგვარება კი, ურთულესი და უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. იმის ნაცვლად, რომ მთელი ჩვენი ეროვნული ძალისხმევა მიმართული იქნას ქვეყნის დეოკუპაციასა და გამთლიანებისაკენ, მავანნი ცდილობენ დაძაბულობის ახალი კერები შეუქმნან საქართველოს!.. ვისაც ეს უვიცობით მოსდის იმას უნდა აუხსნათ და გავაგებინოთ, ხოლო ვინც ამას შეგნებულად აკეთებს, ამ ქმედებას "უკვე სხვა სახელი ჰქვია" და იგი უნდა უსწრაფესად აღიკვეთოს!.. და საერთოდ, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, რომ ყველა დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო დგება ახალი გეოსტრატეგიული გამოწვევების წინაშე, – პოლიტიკური, ეკონიმიკური, უსაფრთხოება და სხვა! ამიტომ, ყველა ამ მიმართულებით აუცილებლად მიმაჩნია, რომ საქართველოს მასშტაბით მოხდეს მარალკვალიფიციური საკადრო რესურსის მობილიზაცია (არსებული, აშკარად მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის!), რათა შესაბამის სახელმწიფო დონეზე გავცეთ პასუხი ყველა ამ გამოწვევას და აღარ დაუშვათ საბედისწერო შეცდომები, რომელიც წარსულში ბევრჯერ მოგვსვლია და როგორც ჩანს თუნდაც "ბაქოს მაგალითზე", არც აწმყოში ვართ დაზღვეულები! გამოუყენებელი და გამოცდილი სახელმწიფო საკადრო რესურსი კი, საქართველოში საკმარისზე მეტია, ყველა ასაკობრივ ჯგუფში და სპეციალობაში, უბრალოდ, ვისაც ეს ევალება იმ სახელმწიფო მოხელეებმა – "ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ თვალები"!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.