„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი უკვე დეიურე შეუდგა საქართველოს დაშლას.
შალვა ნათელაშვილი „პატრიოტთა ალიანსს“ მოსკოვში ვიზიტის გამო აკრიტიკებს.
ლეიბორისტების ლიდერი პარტიის გადაწყვეტილებას მოღალატეობრივ ნაბიჯს უწოდებს.
„მან მიავლინა საპარლამენტო დელეგაცია „პატრიოტთა ალიანსად“ წოდებული მოსკოვში კონფერენციაზე, რომელსაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა რანგში ესწრება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტ ოკუპანტთა დელეგაციები. მე მოვუწოდებ აქედან ჩასულ პარლამენტის დეპუტატებს, მოსთხოვონ სეპარატისტთა დელეგაციას კონფერენციის დატოვება, ან თვითონ დატოვონ ეს სამარცხვინო თავყრილობა“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.