გრიგოლ ვაშაძე: საწვავზე ფასის მატება ხელისუფლების კარტერული გარიგების შედეგია
24-11-2018, 18:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საწვავზე ფასის მატება ხელისუფლების კარტერული გარიგების შედეგია და თანხა „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად ირიცხება.

 

 

გრიგოლ ვაშაძე ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციების გამართვას ეხმაურება და ამბობს, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ნავთობპროდუქტებზე ფასი არ იკლებს, საქართველოა.

 

 

„მთელ მსოფლიოში ეცემა ნავთობის ფასები და ძალიან საგრძნობლად დაეცა, შესაბამისად, ეცემა ფასები ნავთობპროდუქტებზე. ერთადერთი ქვეყანა, მგონი, სადაც საერთოდ არავითარ გავლენას არ ახდენს ნავთობის ფასების ვარდნა ნავთობპროდუქტების და საწვავის ფასებზე, არის საქართველო და ეს იმიტომ ხდება, რომ აბსოლუტურად მონოპოლიზირებული არის ეს სფერო, შექმნილი არის კარტელი, რომელიც ერთმანეთთან ათანხმებს ფასებს და მთელი დამატებითი შემოსავალი, რომელიც ხალხის ჯიბიდან არის ამოღებული მიდის ე.წ. „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში მათი კამპანიების დასაფინანსებლად იმისთვის, რომ გააგრძელოს საქართველოს ძარცვა. ყველამ ვიცით, საწვავის ფასი კატასტროფულად ურტყამს ყველაფრის ფასებს და განსაკუთრებით პროდუქტების ფასებს სწევს მაღლა და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ჩვენ იმიტომ, რომ მონოპოლიები, ბიუროკრატია და კრიმინალთან შეზრდილი ე.წ. „ქართული ოცნება“ მოგვისპობს სახელმწიფოს“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი