მიხეილ სააკაშვილი: ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის
24-11-2018, 20:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა, რომ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო გიორგი ვაშაძეს რევოლუციებზე? რომელი რევოლუციონერი ეგ არის.

 

 

„რაღაც საოცარი ჩანაწერი გააკეთეს ჩემსა და გიორგი ვაშაძეზე, რომელიც შეკრებილია ჩემი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, მისი ნამდვილი ნალაპარაკებიდან, სადღაც სასტუმროში, რესტორნაში, ეს ბოლო ჩემი ჩაწერილი უკრაინაში.

 

 

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, ასეთი სულელი ვარ, რომ სუს-ის გასაგონად ველაპარაკო ვაშაძეს რევოლუციებზე, როცა არჩევნებს ისედაც ვიგებთ, რომელი რევოლუციონერი ეგ არის. მეტი საქმე არ მაქვს ახლა ვაშაძეს ველაპარაკო გიორგის, გოგიტას. ​სხვათაშორის კარგი ბიჭია, ნებისმიერი სამთავრობო გუნდისთვის მშვენიერი მმართველი იქნება. და ახლა  მართლა ტელეფონით ვიხილო რევოლუციის საკითხები? ვინც ამ ჩანაწერებს ამონტაჟებს, საქართველოს მოსახლეობაზე დაბალი წარმოდგენა აქვს“,  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

უკრაინულმა ვებგვერდმა zdes.com.ua აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სახელწოდებით „სააკაშვილის ახალი რევოლუცია“. ვებგვერდის ინფორმაციის მიხედვით, ჩანაწერში სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის საუბარია ჩაწერილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი