საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ჩვენ ერთმნიშნელოვნად ვემიჯნებით ნებისმიერ ძალადობრივ ქმედებას. „ქართული ოცნების“, მმართველი გუნდის ხელწერა არჩევნების მშვიდობიან,კონკურენტულ გარემოში ჩატარებაა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები ადასტურებენ“.
„სამწუხაროა, თუკი ადგილი აქვს კერძო პირებს შორის რაიმე სახის დავას და ხდება კონკრეტული ინციდენტი, ყველას ვუსურვებ გამოჯანმრთელებას ,თუმცა ამ ყველაფრის პოლიტიკურ სივრცეში გადატანა, ეს არის ძალიან ცუდი რამ. ჩვენ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს მოახდინონ ყველა შესაძლო ქმედებაზე რეაგირება და არავინ დარჩეს პასუხისმგებლობის მიღმა“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.