„მე მგონი საქართველოში არ არის ადამიანი, თვითონ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებშიც ძალიან რთულად იპოვნით ისეთ ადამიანს, რომელსაც სჯერა, რომ 2012 წლის არჩევნები უფრო მაღალი სტანდარტით ჩატარდა, ვიდრე წელს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური" - ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის რასა იუკნევიჩიენემ განცხადებას.
მისი თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში არჩევნები ყოველწლიურად უფრო მაღალი სტანდარტით ტარდება და უფრო დამოუკიდებელი, უფრო დემოკრატიული, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალეა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.