ანრი ოხანაშვილი: საკუთარი დანაშაულების სხვაზე გადაბრალება, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა
24-11-2018, 15:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობა ისეთ სქემას ავითარებს რაშიც თვითონ ძალიან კარგად არის გათვითცნობიერებული - ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" და შკლიაროვის ერთი პროპაგანდისტული სქემა საკუთარი დანაშაულები გადააბრალონ სხვას” - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

„2012 წლამდე ყალბ სიებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის" ძალიან აქტიური  მაღალი თანამდებობის პირიც კია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისად ეს ყველაფერი არის მათი აპრობირებული პრაქტიკა , რომლის გადმოტანასაც  ხელისუფლების მისამართით ცდილობენ“, განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

მისი თქმით, ქართული ოცნების მთავარი ამოცანაა, არჩევნების მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა.

 

 

„გავიხსენოთ ევროკომისიის პრეზიდენტის იუნკერის , ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, ისინი დარწმუნებული არიან , რომ არჩევნების მეორე ტური საქართველში ჩატარდება ისეთივე მაღალპროფესიონალიზმით ,როგორც ჩატარდა პირველი ტური , როგორც ჩატარდა აქამდე ყველა არჩევნები . ჩვენი მთავარი ამოცანა მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში უზრუნველვყოთ არჩევნების ჩატარება. ჩვენ ამ პირობას დავიცავთ და არჩევნები ჩატარდება მაღალი პროფესიონალიზმით, რათა კიდევ ერთხელ  ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ვაჩვენოთ ცივილიზებულ საზოგადოებას,ჩვენს საერთაშორისო თანამეგობრობას,რომ ჩვენ არჩევნებს ვატარებთ   მშვიდობიან კონკურენტულ გარემოში და ამისი გარანტი იქნება სწორედ ხელისუფლება“,  განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი