„ძალიან ამორალურია, როდესაც ყოფითი დავის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში, ეს არის მიუღებელი, როგორც არ უნდა გვინდოდეს გარკვეული პოლიტიკური დივიდენტები მივიღოთ“ - განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ბოლო დღეებში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით.
„როგორც იკვეთება და ამაში ისედაც დარწმუნებული ვიყავით, ონის ინციდენტი იყო ყოფითი დავის შედეგი, რაც ცხადია, ძალიან სამწუხაროა. მადლობა მინდა ვუთხრა სამართალდამცავებს, რომ მათ ფაქტობრივად ცხელ კვალზე გახსნეს აღნიშნული ინციდენტი და დამნაშავე დაკავებულია“, განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია ,ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვილვალეობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი.
„როგორი მაღალი სტანდარტითაც არ უნდა ჩავატაროთ არჩევნები, ჩვენი მიზანია ყოველი მომდევნო არჩევნები უფრო მაღალი გამჭვილვალეობითა და დემოკრატიულობით იყოს უზრუნველყოფილი. ეს დინამიკა რომ სახეზეა ამაზე მეტყველებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშები, და სადამკვირვებლო მისიების დასკვნები. არის საკითხები, რომლებსაც ჩვენ ვუდგებით პოლიტიკური ნიშნით. არის საკითხები, სადაც უმთავრესი არის, რომ სახელმწიფოებრივი ხედვით ვმოქმედებდეთ. არჩევნები არის სწორედ ასეთი, რადგანაც განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური ხედვისა და სიმპატიებისა უმთავრესია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პრინციპების განვითარებისთვის, რომ ყოველი მომდევნო არჩევნები იყოს წინაზე უფრო მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფილი“, განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.