ცესკოს პრეს-სპიკერი: სიები იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვინც ხმის მიცემას რეგისტრაციის მისამართზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს
24-11-2018, 21:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს. სპეციალურ სიების შედგენასთან დაკავშირებით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი, ანა მიქელაძე  განმარტებას აკეთებს.

 

 

მისი თქმით, სპეციალური სიები იმ ადამიანებისთვის იქმნება, ვინც ხმის მიცემას რეგისტრაციის მისამართზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ვერ ახერხებს.

 

 

„კანონმდებლობის თანახმად, მონაცემებს იმ პრების შესახებ, რომლებიც არჩევნების დღეს საკუთარი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაციას გადმოსცემენ შესაბამისი უწყებები. ძირითად სიაში ანუ იქ, სადაც იმყოფებიან ეს პირები და არიან რეგისტრირებულები, კეთდება სპეციალური ჩანაწერი, სადაც არის მითითებული, რომ აღნიშნული პირები არიან გადაყვანილი სპეციალურ სიაში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ თითოეული მოქალაქე არჩევნებში იღებს მონაწილეობას მხოლოდ ერთხელ“, განაცხადა ანი მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი