ბიძინა ივანიშვილი მერაბიშვილზე: "რა უქნეს მერე, გააუპატიურეს? ნამუსი ახადეს?"
08-02-2014, 23:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბიძინა ივანიშვილი პოეტ დავით მაღრაძესთან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ გადაცემაში - "შეხვედრები მწერალთა სახლში" - ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც შეეხო, სადაც ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავარი პროკურორი ციხიდან მის მოტაცებაში დაადანაშაულა. ივანიშვილმა იკითხა:

 

 

"აწვებიან იმას, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა ბრალდებული მერაბიშვილი. ამაზე დიდი აბსურდი ეხლა წარმოგიდგენიათ?, ამ დროს მერაბიშვილს ბრალი ედება ბანკირის, თავისუფალი მოქალაქის, გირგვლიანის მოტაცებასა და მკვლელობაში და მათ რიცხვში სააკაშვილსაც, სტრასბურგის სასამართლოს ვიშველიებ. აქაური სასამართლო არ დასრულებულა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ვიყენებ, თუმცა საზოგადოებამ კარგად იცის რაც ხდებოდა და როგორც, მაგრამ... სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი გამოძიების სწორ მსვლელობას ხელს აფარებდნენ, უშლიდნენ. ამ მერაბიშვილს დღეს უნდა რომ მთელი მსოფლიო ფეზხე დააყენოს და ამბობს, რომ მთავარმა პროკურორმა კამერიდან მოიტაცა, რა უქნა მერე, გააუპატიურა? ნამუსი ახადა თუ რა მოხდა? რისთვის მოიტაცა, მიზანზე არ საუბრობენ, რად უნდა მთავარ პროკურორს პატიმარი მოიტაცოს, ამაზე დიდი აბსურდი გაგიგიათ? რად უნდა, მთავარ პროკურორს ამის გაკეთება, მას იმის საშუალება არ აქვს, პატიმარი ნახოს და იმას გაესაუბროს?"

 

 

ივანიშვილმა ევროპელი ლიდერების მხრიდან საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი შეცვლილ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და განაცხადა: "მდგომარეობა პრინციპულად შეცვლილია ევროპაში, ახლა უკვე თქვეს, რომ გაოცებული ვართო თქვენი დემოკრატიული ქმედებით. ამას უნდოდა დრო. ობიექტური ეჭვები ჰქონდათ, ახლა გაქრა ეს ეჭვები".

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი