ნინო ბურჯანაძე: რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ მთავარ მიზანს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი
10-07-2015, 05:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველო დასავლური ტიპის დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად საჭიროა რომელიმე ორგანიზაციის წევრობა, - ეს კომენტარი "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა , ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში "ენტევესთან" ინტერვიუს დროს გააკეთა.


"ჩემი აზრით, რაც ახლა ხდება საქართველოში, რომ სახელმწიფოს მთავარ მიზანს ნატო-ში ან ევროკავშირში გაწევრიანება წარმოადგენს – არის ფუნდამენტურად არასწორი. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ნატო-ში არავინ გველოდება, და არავინ მიგვიღებს. ნატო-ში გაწევრიანებაზე საუბარი არ არის რეალისტური და არ შედის საქართველოს ინტერესებში", – აღნიშნა ბურჯანაძემ.


მისივე თქმით, იგი მოსკოვში შეხვდა პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოსთან დიალოგისთვის მზად არიან. თუმცა, საქართველოს მთავრობა კვლავ აშშ-ზეა დამოკიდებული. "თუ ჩვენი წარმომადგენლები მოისურვებენ გამოთქვან ისეთი მზადყოფნა, როგორიც მე დღეს დავინახე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ამას მე, მხოლოდ სიამოვნებით შევუწყობ ხელს", - აღნიშნა ბურჯანაძემ.

 


"ენტევესთან" ინტერვიუში ნინო ბურჯანაძე ასევე ამბობს, რომ ქართველი ხალხის განწყობა იცვლება და თანდათან უფრო მეტი ქართველი აღარ მიიჩნევს რუსეთს მტრად.

 


,,დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცახდებით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული, თუმცა ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა, ღიად წავიდეს მოლაპარაკებებზე. ამის შესახებ, კი ნინო ბურჯანაძემ ,,რასია-24“-ის ეთერში ისაუბრა.


,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული. დღეს რუსეთთან ურთიერთობა უფრო ცივილიზებულია, თუმცა, სამწუხაროდ, ქართულ მხარეს არ ყოფნის ვაჟკაცობა, ღიად წავიდეს მოლაპარაკებებზე," - აცხადებს ბურჯანაძე.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი