ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, იგივე „რობოტა“ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ დავალებით სალომე ზურაბიშვილისთვის ხმებს აგროვებს - „კურიერი“
24-11-2018, 22:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ნიკო ხმიადაშვილი, იგივე „რობოტა“, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის - რამდენიმე დღის წინ გორის თეატრში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებაზე კადრები გადაიღეს.

 

 

მთავრობის პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ შიდა ქართლში, განსაკუთრებით კი გორში, სწორედ „რობოტა“ არის მმართველი პარტიის ერთ-ერთი დასაყრდენი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ბედი ანდო.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციი ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წაგების შემდეგ შიდა ქართლი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კახა საბანაძეს ჩააბარეს, რომელიც ამომრჩევლებზე ზეწოლას ტირძნისელი „რობოტას“ და მისი ძმის - კახა ხმიადაშვილის, დახმარებით ცდილობს.

 

 

„კურიერის“ ინფორმაციით, ნიკო და კახა ხმიადაშვილები სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად წინასაარჩევნოდ შექმნილ საზოგადოებრივი მოძრაობა „ვიცავ თავისუფლებასთან“ თანამშრომლობენ. 

 

 

მოძრაობის წევრები არ მალავენ, რომ მათი გაერთიანების მიზეზი „ქართული ოცნება“ და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაა, თუმცა ირწმუნებიან, რომ გორში ყველასთვის კარგად ნაცნობ „რობოტას“ არ იცნობენ. ნიკო ხმიადაშვილმა კამერებთან გამოჩენა არ ისურვა.

 

 

15 წლის წინ ნიკო ხმიადაშვილის, იგივე „რობოტას“ დაკავება ქართული მედიის მთავარი თემა იყო. ერგნეთის ბაზრობის მფარველი, მის ჯგუფთან ერთად, სამართალდამცავმა უწყებამ კონტრაბანდის მამებად გამოაცხადა და მოპარული ავტომობილების გადაყვანის, იარაღის უკანონო ტარებისა და ნარკოტიკების შენახვისთვის დააკავა.

 

 

„რობოტა“ კონტრაბანდისტად შინაგან საქმეთა მინისტრმა, ახლა კი „ქართული ოცნების“ მოქმედმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა გამოაცხადა. საპირისპირო ბანაკში იყო „ქართული ოცნების“ ასევე მოქმედი დეპუტატი, ეკა ბესელია, რომელიც „რობოტას“ ინტერესებს იცავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი