აკაკი საღირაშვილი სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის „Küehne+Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა
25-11-2018, 10:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი 22 ნოემბერს შვეიცარიული სატრანსპორტო - ლოგისტიკური კომპანიის, „Küehne+Nagel“-ის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს ბიზნეს-საინვესტიციო გარემოს და სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესწავლის მიზნით.

 

 

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავალო თანამშრომლობის პერსპექტივები. კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შესაძლებლობას 2019 წლის მეორე ნახევარში განიხილავს.

 

 

„Küehne + Nagel“ წარმოადგენს სატრანსპორტო - ლოგისტიკურ კომპანიას, რომელიც 1890 წელს ქ. ბრემენში, გერმანიაში დაარსდა. კომპანია ეწევა საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვებს, საკონტრაქტო და ინტეგრირებულ ლოგისტიკურ მომსახურებას. „Küehne + Nagel“ გააჩნია 1300-მდე წარმომადგენლობა 100 ქვეყანაში. დასაქმებული ჰყავს მთლიანობაში დაახლოებით 97 000 თანამშრომელი. კომპანიის წლიურმა შემოსავალმა კი, 2017 წელს 18.59 მილიარდი შვეიცარული ფრანკი (სუფთა მოგება - 7,02 მილიარდი CHF) შეადგინა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიაში, ქალაქ ფოიზისბერგში.

 

 

„Küehne + Nagel“ შემოსვლა საქართველოს ბაზარზე მნიშვნელოვანი იქნება სატრანსპორტო-ლოგისტიკური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი