"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტისას "ენტევესთან" ინტერვიუს დროს უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ მსგავსი ადამიანების იმ მთავრობაში დანიშვნა, რომელსაც საქართველო მეგობრად მიიჩნევს, აღმაშფოთებელია.
"ვწუხვარ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გამო, ვინაიდან ვიცი სააკაშვილის და მისი რეფორმების ნამდვილი ფასი. მეორე მხრივ, მე, ისევე როგორც ბევრი საქართველოში, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ უკრაინის მთავრობისგან, რომელმაც ამ დანიშვნებით უბრალოდ სილა გააწნა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. სააკაშვილი ბრალდებულია საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. მსგავსი ადამიანების იმ მთავრობაში დანიშვნა, რომელსაც საქართველო მეგობრად მიიჩნევს, შეურაცხყოფა და აღმაშფოთებელია", – ამბობს ბურჯანაძე რუსულ მედიასთან საუბრისას.
მისივე თქმით, უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის დანიშვნა აშშ-ის პროექტს უკავშირდება: "ეს მარტივი პროექტია, რომელიც უკრაინაში ახლა ხორციელდება. აშშ-ში კონკრეტულმა წრეებმა განახორციელეს პროექტი საქართველოში, რომლის მონაწილეებიც საააკაშვილი და მისი გუნდი იყო. ახლა იგივე გუნდი იგივე პროექტს უკრაინაში ახორციელებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.