თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვლის ოჯახის წევრები და პანკისის ხეობიდან ჩამოსული მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით იმართება. ის დღეს 20 წლის გახდებოდა.
აქციაზე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს გამოძიება და დაისაჯონ მათი შვილების მკვლელები და მკვლელებზე ხელის დამფარებლები.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი გასული წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა.
იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.