მალხაზ მაჩალიკაშვილი: სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო
25-11-2018, 18:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელმწიფოსგან შეცდომის აღიარებას ველოდები, 26 დეკემბრამდე დრო აქვთ, შემდგომში ვეცდები, სხვა სახელმწიფოს ლიდერები ჩავრიო, განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, თემირლან მაჩალიკაშვლის ოჯახის წევრებმა და პანკისის ხეობიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩატარდა. ის დღეს 20 წლის გახდებოდა.

 


„მე და ზაზა ვრჩებით აქ, გავაგრძელებთ აქციას, ვიდრე ჩვენს ყველა შეკითხვას პასუხები არ გაეცემა, ვიდრე ყველა ის ადამიანი არ დაისჯება, ვისაც მიუძღვის დანაშაული. ყველა ის ადამიანი რომ დაისჯება, მე და ზაზა წავალთ, მანამდე აქედან არსად წამსვლელები არ ვართ", უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი