„ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებით - დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, 52% გრიგოლ ვაშაძეს, 48% - სალომე ზურაბიშვილს მისცემდა ხმას
25-11-2018, 21:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ედისონ რისერჩი“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევის შედეგი ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2"-მა გაასაჯაროვა.

 

 

შეკითხვაზე, ვის მისცემდით ხმას, საპრეზიდენტო არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, პასუხები ასე გადანაწილდა:

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 37%;

 

 

მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 35%.

 

 

„რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ალოკაციის გათვალისწინებით, იგივე შეკითხვაზე მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

 

 

გრიგოლ ვაშაძე - 45%;

 

 

სალომე ზურაბიშვილი - 42%.

 

 

ტელეკომპანია ორგანიზაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ დარჩენილ 13%-ში არიან ისეთი რესპოდენტები, რომლებსაც არ აქვთ ჯერ არანაირი გადაწყვეტილება მიღებული ან საერთოდ უარს ამბობენ პასუხებზე და შესაბამისად, თუ შედეგებს გადაუწყვეტელი და უარისმთქმელი პასუხები ჩამოშორდება, მაშინ მაჩვენებლები ასეთი იქნება:

 

 

გრიგოლ ვაშაძე - 52%;

 

 

სალომე ზურაბიშვილი - 48%.

 


ორგანიზაციამ 12-დან 18 ნოემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით ხმის მიცემის უფლების მქონე 2038 მოქალაქე გამოკითხა.

 

 

„ედისონ რისერჩს“ სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2"-მა დაუკვეთა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი