დღეს ქ. ხობში ორი დიდი ქარხნის - სიმინდის ზეთის და სიმინდის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. ორივე ქარხანა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცაიტივით შექმნილი პროექტის, „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით შენდება.
ქარხნის ბალავრის გაჭრას დეპუტატი გოდერძი ბუკია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვას“ გენერალურ დირექტორ ილია ქანთარიასთან, შპს „კოლხას“ დირექტორ გიორგი ბუკიასთან და შპს „კოლხურის“ დირექტორ მამუკა ბუკიასთან ერთად დასწრნენ.
ხობის გამგეობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ კომპანია „კოლხას“. შერჩეული კადრები გადამზადდებიან, რის შემდეგაც მოხდება მათი დასაქმება.
ქარხნების მშენებლობა მიმდინარე წლის ნოებრის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.