თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2018“ გაიმართა
26-11-2018, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში ღვინის ფესტივალი „თერჯოლა-2018“ გაიმართა. ფესტივალზე, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და წელს მეექვსედ გაიმართა, მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოები ჰქონდა წარმოდგენილი.

 


სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

 


სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ თერჯოლის სამხატვრო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მუნიციპალური ცენტრის მოსწავლეთა და პედაგოგთა ნამუშევრების გამოფენა.

 


ღვინის ფესტივალში გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა სომელიეთა ჟიურიმ 6 ნომინაციაში გამოავლინა:

 


საუკეთესო ციცქა-სოფ. ძევრი, ალექსანდრე რობაქიძე

 


საუკეთესო განსხვავებული ჯიშები-სოფ. სიქთარვა, აკაკი რობაქიძე

 


საუკეთესო წითელი ღვინო-სოფ. საზანო, გივი ჩუბინიძე

 


საუკეთესო ჭურის ღვინო-სოფ. ახალთერჯოლა, ლაშა გურული

 


საუკეთესო ცოლიკაური-სოფ. თუზი, ნუგზარ რიჟამაძე

 


საუკეთესო ციცქა-ცოლიკაური-სოფ. ეწერი, ელგუჟა გვენეტაძე

 

 

გამარჯვებულებს სიგელები და სპეციალურად დაწესებული პრიზები გადასცა მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ.

 

 

ფესტივალზე, რომელიც ემსახურება თერჯოლელი მევენახის პროდუქტის პოპულარიზაციას, იმყოფებოდნენ პარლამენტის წევრები: ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი