საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემდეგ, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ოთხთვიანი შენაჩუნების ფაზა საკუთარი ძალებით გაიარა. ქვედანაყოფმა შენარჩუნების ფაზის კულმინაციური სწავლება ჩაატარა და დამკვირვებელ-შემფასებელი ჯგუფისგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
ვაზიანის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელებულ კულმინაციურ სწავლებაზე ტაქტიკური დავალების შესასრულებლად ბრძანებები და მითითებები მართვის პუნქტიდან გაიცა.
43-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა - თავდაცვის, „ალფა“ ასეულმა - ჩასაფრების და „ჩარლი“ ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა რეიდი განახორციელა. სწავლებისას სამხედრო მოსამსახურეები და ჯავშანტექნიკა მაილსის (MILES) სისტემით იყო აღჭურვილი. ქვედანაყოფს ლოგისტიკური მხარდაჭერის რაიონი და სამედიცინო დახმარების პუნქტიც ჰქონდა მოწყობილი.
სწავლების დასრულების შემდეგ 43-ე ბატალიონის პირად შემადგენლობას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სიტყვით მიმართა და მაღალ დონეზე შესრულებული სწავლებისთვის მადლობა გადაუხადა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.