გიორგი ვოლსკი: მთავარი კვლევა არჩევნებია - ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს
26-11-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

მისი თქმით, მთავარი კვლევა არჩევნებია.

 

 

„არჩევნები - ეს არის მთავარი კვლევა. შეიძლება პარალელურ დათვლას, ეგზიტპოლებს, რაღაც ყურადღება დაუთმოთ, თუმცა ასეთი დაძაბულობის პირობებში, არ მგონია, რომელიმე კვლევას ყურადღება უნდა მივაქციოთ აქეთ თუ იქით, იმიტომ რომ ასე საპირისპირო კვლევაც არსებობს, მაგრამ რეალურად საზოგადოების განწყობები ვიცით. რაც შეეხება ხმების გადანაწილებას, მე ეს კვლევაც ჰაერიდან მოტანილი მგონია, ვინაიდან საზოგადოებას ჩვენც კარგად ვიცნობთ, ვხვდებით ხალხს და დამოკიდებულება „ნაციონალური მოძრაობის' მიმართ არის საკმაოდ აგრესიული და გაცილებით უფრო აგრესიული, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში. ამას თავისი მიზეზები აქვს, შემიძლია ჩამოგითვალოთ კიდეც, იმიტომ, რომ ბევრი ელოდებოდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იქნებოდა გარკვეული ძალიან დამაბალანსებელი, მმართველობის დამაბალანსებელი იმ კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც საქართველოში მოქმედებს და ბევრმა დაინახა, რომ ეს ასე არ არის, ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს გვპირდება, ანტიკონსტიტუციური ქმედებებით გვემუქრება „ნაციონალური მოძრაობა". ასე რომ, აქედან გამომდინარეობს გადაწყვეტილებების ძალიან მნიშვნელოვანი ცვლა“, განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი